http://inttechnologies.com/blog/wp-content/uploads/i-want-you-flat.jpg
არავისადმი, ისე, უბრალოდ
შენ ხომ უშნო ხარ და თან ლამაზი
ალ-ქაიდა ხარ შენ და ჰამასი
შენ დაბალი ხარ და თან მაღალი
შენ ხომ ძველი ხარ და თან ახალი
შენ უზრდელი ხარ, მაგრამ გაქვს რიდი
შენ პატარა ხარ მაგრამ ხარ დიდი
შენ ქალაქში ხარ მაგრამ ხარ სოფლის
შენ მშობლები გყავს, ვიდი გაქვს ობლის
შენ უნარი გაქვს დღედაღამ ფიქრის,
მაგრამ ეს დრო ხომ უწყალოდ მიქრის
შენ გულში გიდევს უზადო დარდი
შენთან მოვდივარ და მომაქვს ვარდი…