
ეს ლექსი კი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ეძღვნება, საერთოდ ქართულ რეალობაზეა.
აფხაზეთი საქართველოს ტკივილია
ამისათვის უკვე ბევრჯერ გვიტირია
საქართველოს გვეცილება მუდამ მტერი
გამოღადრეს ქართველებმა ყველას ყელი
გამოგვიჩნდა ამ ბოლო დროს მტერი, რუსი
აღარა გვაქვს პერევი და ახალგორი
ეხლა გვინდა რომაელი მარიუსი
სულ არ არის აფხაზეთი ძალზედ შორი
შეეწირა სამაჩაბლო პოლიტიკას
თავის სკამებს აჯდებიან მყარად ყველა
საქართველო ებრალება განა ვიღას
აფხაზეთის სანაპირო მენატრება.
საუკუნე არ გასულა ქართველისთვის
არ ეომა, სისხლი რომ არ დაეღვარა
მაგრამ ისევ გავიბრწყინებთ ღვთის გულისთვის
სისხლისღვრა ხომ საქართველოს უკვე კმარა!!!